საჩხერის მუნიციპალიტეტში დასასვენებელი სივრცეები ეწყობა

საჩხერეში დასასვენებელი სივრცეების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოდინახის ციხის მისასვლელი და მიმდებარედ ტერიტორია კეთილმოეწყობა, ხოლო დოსითეოს წერეთლის ქუჩის გასწვრივ-საქალაქო პარკი.
მიმდინარე სამუშაოები საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გაგა დარბაიძემ, მოადგილეებთან ერთად მოინახულეს.
,,აღნიშნული ობიექტები როგორც ტურისტული თვალსაზრისით, ისე ქალაქის იერსახისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ციხე მოდინახე საჩხერის სავიზიტო ბარათია, ციხის რეაბილიტაცია ფონდი ,,ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა, ახლა მიმდებარე ტერიტორია მოეწყობა. საქალაქო პარკი კი, ყველა თაობის ადამიანზეა გათვლილი და ერთ-ერთი ლამაზი დასასვენებელი სივრცე იქნება ჩვენს ქალაქში“, – განაცხადა ლევან ივანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები