გორში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს, სახალხო დამცველის აპარატისა და თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ცვლილებები გააცნეს.
შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს დისკრიმინაციის წახალისების ფაქტები და ისაუბრეს მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამების თანასწორობის პრინციპებთან შესაბამისობაზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. გარდა შეკითხვების დასმისა, მონაწილეებმა განხილული საკითხების შესახებ დისკუსია გამართეს.