ბათუმი 12 ივლისს საფეხბურთო ზეიმს უმასპინძლებს, ხოლო 13 ივლისს უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩი გაიმართება

13 ივლისს, ბათუმი UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ისტორიულ მატჩს მასპინძლობს. ბათუმის დინამო სლოვაკეთის “სლოვანს” დაუპირისპირდება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, საფეხბურთო ზეიმი დინამო ბათუმის მხარდასაჭერად ბათუმში 12 ივლისს, 21:00 საათზე ევროპის მოედანზე დაიწყება.

“ქალაქის სტუმრების და ადგილობრივების საზეიმო განწყობის შესაქმნელად სტეფანე, ჯგუფი „Free Space”-ი და DJ Nugo იზრუნებენ. ერთად ვუგულშემატკივროთ ბათუმის დინამოს”, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები