,,ბერმუხას” წევრებს ღირსების მედლები გადაეცათ
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ანსამბლ „ბერმუხას“ წევრები ღირსების მედლებით დააჯილდოვა.
ამ ჯილდოთი საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება ანსამბლ ბერმუხას მიმართ გაწეული ღვაწლისა და შემოქმედებისათვის
ხულოს მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლი ბერმუხა 1981 წლიდან ჩამოყალიბდა, როგორც მოქმედი ანსამბლი 1982 წელს შეიქმნა. ამავე წლის სექტემბერში ანსამბლი პირველად წარსდა მაყურებლის წინაშე შემდეგი მოცეკვავეებით: ენვერ ხალვაში, ასლან გაბაიძე, ხუსეინ გაბაიძე, ლევან ხალვაში, ზურაბ ხალვაში, გივი გაბაიძე, იაშა ხალვაში, იუნუს გაბაიძე, რიზალ ჯოყილაძე, ეზიზ ირემაძე, ისუფ მგელაძე, იოსებ გელაძე, ბაირამ ჯაყელიძე, ახმედ შავაძე, ალიოსმან წულუკიძე, მუხამედ ირემაძე, ოთარ ირემაძე, რევაზ ვანაძე, ვაჟა მგელაძე, ისა ბერიძე, ფატი აჟიბა და ნაზი ქარცივაძე