ლაგოდეხში, “რანის” მოედანზე, თოჯინების სახალხო თეატრის კვირეული მოეწყო

ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ინფორმაციით, “რანის” მოედანზე, თოჯინების სახალხო თეატრის კვირეული გაიმართა. 

პატარებმა კვირეულის ფარგლებში უყურეს რეჟისორ გივი ჯიბლაძის ოთხ სპექტაკლს: “თაგუნიას გასაჭირი”, “მხატვარი მელია”, “მხიარული კარუსელი”, “სამი მეგობარი”.

ამასთან, პატარებმა იმხიარულეს და იცეკვეს ანიმატორთან ერთად.

ზაფხულის განმავლობაში, “რანის” მოედანზე, პატარებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობები მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები