გორის მერიაში ახალგაზრდული ინიციატივების მხარდასაჭერ  მემორანდუმს მოეწერა ხელი

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ასოციაცია „საზოგადოება ბილიკის“ თავმჯდომარემ, მარიამ მღებრიშვილმა, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია ნამიჭეიშვილმა და ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი ტალახაძემ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.  

თანამშრომლობის მიზანი ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერება, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერება, ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა.

ახალგაზრდული საბჭო ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში დაფუძნდა.

შეთანხმების გაფორმებამდე, ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს საპროექტო იდეა და ისაუბრეს გორის მუნიციპალური ახალგაზრდული საბჭოს საქმიანობის და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

„გორის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა და ხელშეწყობაა. წარმატებებს ვუსურვებ ახალგაზრდულ საბჭოს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერმა,  ხინჩეგაშვილმა.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები