ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გორის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა და გაწეული საქმისთვის მათ მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი სპეცტანსაცმელი გადაეცათ. საზაფხულო უნიფორმების კომპლექტაციაში შედის ჟილეტი, მაისური, ქუდი(კეპი), შარვალი, სეზონური ქურთუკი.

“ეს ადამიანები საკმაოდ დიდ საქმეს აკეთებენ ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, ზრუნავენ ქალაქის დასუფთავებასა თუ გამწვანებაზე. მადლობა მინდა გადავუხადო მათ ამ საქმისთვის”, – განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები