სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში სარეზერვო პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ეროვნული გვარდიის ტერიტორიული რეზერვის პროგრამის ფარგლებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ეროვნული გვარდიის ას მეორე კადრირებული ბატალიონის მეთაურმა ვიცე პოლკოვნიკმა, ჯაბა მუხურაძემ დეტალურად განმარტა ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხვის პირობები, რეზერვის შევსების წყაროები და რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები.
,,სარეზერვო შენაერთი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ერთ-ერთი დასაყრდენი ნაწილია. ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს იარაღის მოხმარების წესები და კრიზისულ მდგომარეობაში სიტუაციების მართვა”, – განაცხადა ჯაბა მუხურაძემ.
სარეზერვო საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა მუნიციპალიტეტის მერმაც. დავით ბახტაძის განმარტებით, ,,პროგრამა ხელს უწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებას.”
რამდენიმე მსურველი დღესაც დარეგისტრირდა სარეზერვო პროგრამაში. მეტი ინფორმირებისთვის, მერმა თავის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში დაავალა, სამხედრო აღრიცხვიანობის და გაწვევის სამსახურთან კოორდინირებით, მოახდინოს მსურველთა რეგისტრაცია.
ასევე მერიისა და ჯეო ჰოსპიტალსის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში დაანონსდა უფასო სამედიცინო გამოკვლევები, რომელიც ყველა სოფელში, გრაფიკით ჩატარდება.