ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ  შშმ პირებს სამედიცინო ეტლები გადასცა

ლაგოდეხის მერიამ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს, სამედიცინო ეტლები გადაეცა.

მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, გადასაადგილებელი ეტლები, მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების პირადი განცხადებების საფუძველზე იქნა შეძენილი.

მიმდინარე წელს, სამედიცინო ეტლები, საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” თანამშრომლობის ფარგლებში, ოთხმა, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხუთმა ბენეფიციარმა მიიღო. ეტლები, საჭიროების მქონე პირებისთვის, მორგების ყველა ნიუანსის გათვალისწინებით დამზადდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები