ზუგდიდში 14-15 ივლისს ფესტივალი “კოლხი და” გაიმართება

14-15 ივლისს, ზუგდიდში, პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „კოლხი და…” გაიმართება.

ფესტივალი 14 ივლისს ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში, 19:00 სთ-ზე, ხოლო 15 ივლისს, ანაკლიის ისტორიული ციხესიმაგრეში, ტრადიციული რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენით, 19:00 სთ-ზე დაიწყება. დახურვის ღონისძიება 20:00 სთ-ზე გაიმართება.

ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ “ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის” ორგანიზებითა და მხარდაჭერით იმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობენ ანსამბლები:

“რუსთავი”

“ბასიანი”

“ერისიონი”

“არსიანი”

“ოდოია”

“ბედინერა”

“კოლხური ტრიო”

“ფაზისი”

” ჰარირა”

“ორბელი”

ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი

“მუსიკელი”

“ჩელა”

“ჩხოროწყუ”

“კოლხეთი”

“ეგრისი”

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები