რუსთავი ,,ოქსიგენ-ფესტის“ ფარგლებში, „უსმინეს“ და „არტ-გენს“ მასპინძლობს

რუსთავის ცენტრალურ პარკში, 8 და 9 ივლისს, საფესტივალო სივრცე “ოქსიგენი”, ,,ოქსიგენ-ფესტის“ ფარგლებში, თანამედროვე მუსიკალურ ფესტივალ „უსმინეს” და „არტ – გენს” მასპინძლობს.

8 ივლისს ,,უსმინეს“ მთავარი სცენა თანამედროვე მუსიკალურ ჯგუფებსა და 2022 წლის ზაფხულის ყველაზე მოთხოვნად DJ-ებს დაეთმო, დღეს კი „არტ გენის” ფარგლებში სცენაზე, 16:00 საათიდან, 02:00 საათამდე „33ა“, ,,გაგა ფრანი’’, REGGAEON და „სუხიშვილები“ წარდგებიან სტუმრების წინაშე.

,,ოქსიგენ-ფესტი” 25-26 ივნისს იყო დაგეგმილი, თუმცა სტიქიის გამო გადაიდო. ძლიერმა ქარმა საფესტივალო სივრცეში არსებული ინფრასტრუქტურა და მთავარი სცენა დააზიანა.

„რუსთავში არის დაპირებული “ოქსიგენ ფესტის” პირველი დღე. ჩვენ ძალიან დიდი ხანი ველოდებოდით ამ ფესტივალის ჩატარებას ჩვენს ქალაქში. პირველ დღეს იყო ელექტრონული მუსიკა, 9 ივლისს იქნება “არტ -გენი”, რომელიც ვფიქრობ, რომ ყველა თაობას მოეწონება. ეს ფესტივალი ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს”,- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

„ოქსიგენ ფესტის” დამფუძნებლის, ლაშა ნოზაძის განცხადებით, ყველა თაობის რუსთაველის სურვილი იყო, რომ პარკის ამ ნაწილში საფესტივალო სივრცე ყოფილიყო.

„ცენტრალური პარკი ყოველთვის იყო და არის რუსთაველების და მუსიკოსების შეკრების ადგილი, ახლა კი ამ ყველაფერმა მიიღო ფორმა. ფესტივალი იქნება ყოველწლიური და მასშტაბებითაც გამორჩეული”,- განაცხადა ლაშა ნოზაძემ.

მუსიკასთან ერთად „ქოსიგენი” სტუმრებს განტვირთვის სხვადასხვა სივრცეს სთავაზობს, მათ შორის: Nonstop-კინოს, კვების, სპორტული აქტივობების სივრცეებს, ლუდის, ღვინისა და კოქტეილ-ბარებს, იმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც (STALL). ,,ოქსიგენ-ფესტი”

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები