მუსლიმური სამყარო დღეს ყურბან-ბაირამს აღნიშნავს

მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს ზეიმობს. სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთშიც შესრულდა. მორწმუნეები მზის ამოსვლამდე შეიკრიბნენ, მრევლის ნაწილმა ლოცვა ქუჩაში შეასრულა.

ყურბან-ბაირამი მუსლიმურ სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ამ დღეს მორწმუნეები ღმერთს ოთხფეხა შინაურ ცხოველს სწირავენ, ხორცის ნაწილს კი მეზობლებს და უპოვრებს უნაწილებენ. სადღესასწაულო სუფრისთვის უხვად ამზადებენ ტკბილეულსაც, მათ შორის ჰალვას. ასევე მოინახულებენ წინაპართა საფლავებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები