ბათუმში 8, 9 და 10 ივლისს სარაგბო ზეიმი გაიმართება – ბათუმი რაგბის ისტორიულ მატჩს უმასპინძლებს
ბათუმი რაგბის ისტორიულ მატჩს 10 ივლისს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრები იტალიის ნაკრებს შეერკინება.
სარაგბო ზეიმი ბათუმში 8 ივლისს იწყება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივებს სხვადასხვა ლოკაციაზე შეეძლებათ დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართვა. ძირითადი ღონისძიებები ევროპის მოედანზეა დაგეგმილი, სადაც, 8 ივლისს გაიმართება მიუზიკლი “გაყრა”, ასევე მგზავრების და ფანკ ბენდის კონცერტი. 9 ივლისს სუხიშვილებისა და ჯგუფ killage-ს კონცერტი.
ბათუმის ქუჩებში, ბულვარში და სტადიონის მიმდებარედ გაიმართება დრამების შოუ, ფრანების შოუ და საზეიმო განწყობა შენარჩუნდება მთელი ქალაქის მასშტაბით.
10 ივლისს, 20 საათზე, ბათუმის აჭარაბეთ არენაზე ბორჯღალოსნები 6 ერის მონაწილე იტალიას ერკინებიან.
სარაგბო ზეიმი ბათუმში 8-9-10 ივლისი:
– 8 ივლისი
20:00 – ევროპის მოედანი
მიუზიკლი “გაყრა”
ფანკ ბენდი
მგზავრები
Dj გურული
– 9 ივლისი
11:00 – 20:00 – დრამების შოუ ბათუმის ქუჩებში
11:00 – ქვიშის სახეობათა თამაშების ტურნირი, ბათუმის ბულვარი
17:00 – რომაული ბანაკი და ფოლკლორული შოუ, ანსამბლი “არსიანი”, გონიოს ციხე
20:00 – ევროპის მოედანზე:
road radio
სუხიშვილები
killage
DJ ბენე
– 10 ივლისი
12:00 – 20:00 – ფრანების შოუ, ბათუმის სანაპიროზე კოლონადებთან
11:00 – 20:00 – დრამების შოუ – ბათუმის ქუჩებში, ბულვარში და სტადიონის მიმდებარედ
20:00 – საქართველო – იტალია – რაგბი ბათუმის სტადიონზე.