გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის ერთ-ერთ უბანში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა სრულდება

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზერტის ერთ-ერთ უბანში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა სრულდება. 

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით,მალე, 80-მდე ოჯახი  წყალს საკუთარ ეზოებში, ინდივიდუალური ონკანების საშუალებით მიიღებს. 

ამ ეტაპზე, ხორციელდება რეზერვუარისა და საქლორატოროს მშენებლობა.

პროექტი ითვალისწინებს ჭაბურღილის, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკის, სანიტარული ზონისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობას. 

დღემდე, აღნიშნულ უბანს სასმელი წყლის ამორტიზებული სისტემა ემსახურებოდა, რის გამოც აქ მცხოვრებ ოჯახებს წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. 

სასმელი წყლის ახალი სისტემა ზერტის ერთ-ერთ უბანში გასულ წელსაც მოეწყო.  იქ მცხოვრები 100 – მდე ოჯახი, წყალს წლების განმავლობაში მეზობელი უბნებიდან ეზიდებოდა. 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები