ფოთში ტრანსმისიულ დაავადებათა გადამტანი მწერების საპრევენციო ღონისძიებები მიმდინარეობს

ფოთში, ტრანსმისიულ დაავადებათა გადამტანი მწერების (კოღოების)  და აზიური ფაროსანას გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები  მიმდინარეობს. 

ე.წ.თერმული ნისლით ტექნოლოგიით  და ბიოლოგიური პრეპარატით მუშავდება ქალაქის ქუჩები, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფები და სადარბაზოები, კერძო სახლების ეზოები, ფოთის ცენტრალური პარკის ტერიტორია, წყალსატევები.  

მწერების გავრცელების საწინააღმდეგო სამუშაოები, უსაფრთხოების წესების დაცვით, ფოთის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ცენტრის სპეციალისტებია და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით ხორციელდება.  

ქიმიური დეზინფექცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ეკოლოგიურად უსაფრთხო ინსექტიციდით – ,,სოლფაკით” მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები