ანაკლიაში ნაპირდაცვითი სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ანაკლიაში, მდინარე ენგურის (ზღვასთან შესართავი) მარცხენა სანაპირო ზონის ნაპირდაცვის სამუშაოებს ახორციელებს.

ნაპირდაცვის სამუშაოებთან ერთად, სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია-არსებული ღრმულის შევსების სამუშაოებიც მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მოადგილე ბესიკ ჭეჟიასთან და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მურთაზ ხარჩილავასთან ერთად გაეცნო.

პროექტის ღირებულება 1 434 436 ლარია.

ნაპირდაცვითი სამუშაოების განხორციელებით, უხვი ნალექის დროს, ანაკლიის დატბორვის საფრთხე მოიხსნება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები