გორის მუნიციპალიტეტში, ბნავისის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ხიდისთავი-ატენის გზიდან წედისი-ბნავისის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.

ამ ეტაპზე  მიმდინარეობს მდინარე ათრევას რამდენიმე მონაკვეთზე ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობა. 

პროექტის ფარგლებში უკვე დაწყებულია ასფალტის საფარის დაგება და სარწყავ-სანიაღვრე არხების მოწყობა.

პროექტი გარდამავალია და 2023 წელს დასრულდება. 

წედისი – ბნავისის სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 5 800 მეტრია.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები