ნაწულუკუში 3 კილომეტრიანი გზის სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ნაწულუკუში, 3 კილომეტრიანი გზის სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის სამკილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 612 735 ლარია.