სამტრედიის მერიაში წარმატბულ სპორტსმენებს უმასპინძლეს
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდნენ.
მერმა წარმატებები მიულოცა ახალგაზრდა, პერსპექტიულ სპორტსმენებს, რომლებმაც სპორტის სხვადასხვა სახეობებში, ჩემპიონატებზე ასპარეზობები წარმატებით განახორციელეს.
‘ბოლო 7 წლის განმავლობაში არ მახსენდება მსგავსი მხარდაჭერა სპორტული საზოგადოებისადმი და ამისთვის უღრმესი მადლობა მუნიციპალიტეტის მერს, დავით ბახტაძეს”, – თქვა კომპლექსური სპორტსკოლის დირექტორმა ვანო კილტავამ.
“მადლობა სამტრედიის მერს გვერდით დგომისთვის და დაფასებისთვის. მადლობა ჩემს მწვრთნელს, ვეფხია სტურუას. ვეცდები ჩემი გულშემატკივრები ყოველთვის გავახარო”, – განაცხადა მოჭიდავე ლუკა ხუჭუამ.