გორელი ახალგაზრდებისთვის “საზაფხულო ბანაკი 2022” იწყება
გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით, გორში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ბაკურიანში ,,საზაფხულო ბანაკი 2022” იხსნება.
ბაკურიანში 200-მდე ახალგაზრდა გაემგზავრება.
“პროექტში მონაწილეობას შეძლებენ:
გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები;
გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მე-12 კლასელები;
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები;
მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.
სააპლიკაციო ფორმის შესავსებად მიჰყევით ბმულს – https://docs.google.com/…/1FAIpQLScng2Qk4g14rP…/viewform
ბენეფიციართა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
დოკუმენტაციის გადარჩევა;
გასაუბრება;
ბანაკის წევრებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგი თემების შესახებ: სტრესის მართვა ეფექტური კომუნიკაცია, სამოქალაქო აქტივიზმი და მისი ფორმები, ადგილობრივი თვითმმართველობა და ამომრჩეველი, ადგილობრივი პრობლემების ანალიზი და ადვოკატირება.
გარდა აღნიშნულისა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობებიც.
თითოეულ ნაკადზე ბაკურიანში 50 ახალგაზრდა გაემგზავრება. ისინი საზაფხულო ბანაკში 4 სრული დღე დარჩებიან.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება”,- ნათქვამია გორის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.