ზესტაფონში კულტურისა და დასვენების პარკს სრული რეაბილიტაცია უტარდება
ზესტაფონის კულტურისა და დასვენების პარკს სრული რეაბილიტაცია უტარდება. ცენტრალური პარკის კეთილმოწყობაზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. გარდა არსებული ინფრასტრუქტურის განახლებისა, მთლიანად დაიტვირთება, პარკში არსებული აუთვისებელი ნაწილი. „ირინეს ბაღის“ უკან მდებარე ტერიტორიაზე, ატრაქციონები განთავსდება. მეხუთე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კი სკეიტბორდის მოედანი მოეწყობა.
კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია, საქართველოს რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული.
კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია, მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება, პარკის კეთილმოწყობა დაიწყება.