ბოლნისის მუზეუმში ქართული ენის შემსწავლელი კურსის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ბოლნისის მუზეუმში, პროექტის ,,ქართული ენის კურსები ეთნიკური უმცირესობებისთვის“ კურსდამთავრებულთა სერტიფიკატების გადაცემისა და დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ღონისძიების ბოლოს კი მოსწავლეებმა სამუზეუმო სივრცეში დაცული ექსპონატებიც დაათვალიერეს.

ახალგაზრდების მოთხოვნით, 2022 წლის მარტიდან,  ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის, ინიციატივით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ბოლნისის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სათემო ცენტრებში  ქართული ენის სწავლება 3 თვეს  მიმდინარეობდა.

პროექტის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო  უნივერსიტეტმა, პროექტს,  ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები ქართულ-აზერბაიჯანულ  ენაზე გადასცა.

პროექტის დასრულების შემდეგ 130 წარმატებულ მოსწავლეს ქართულ ენაზე გამართულად წერა, კითხვა და მეტყველება შეუძლია.

საზეიმო ღონისძიებას ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი   გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე  ვალენტინა ნავერიანი და  კულტურის ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები