მარტვილში განახლებული რეგიონების” პროგრამა გრძელდება
მარტვილის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამი სკვერის რეაბილიტაცია. თავისუფლების ქუჩაზე არსებული შენობების ფასადების რეაბილიტაცია დასრულების ფაზაშია. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, საქართველოს ფოსტის, სასტუმროს და მერიის შენობების ფასადებს, მოწესრიგდა ტროტუარები.
სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები” პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო და 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. ახალი სახელმწიფო პროგრამა რეგიონების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს, რაც მნიშვნელოვანი ობიექტების განვითარებას გულისხმობს.