ლაგოდეხში ბაგა-ბაღების აღმზრდელ მასწავლებლებს სასწავლო ტრენინგი ჩაუტარდათ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელ მასწავლებლებს სასწავლო ტრენინგი ჩაუტარდათ. ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ტრენინგი შშმ პირების მხარდაჭერისა და სააღმზრდელო დაწესებულებებში ქცევითი პრობლემებისა და მართვის ეფექტური სტრატეგიების დანერგვის მიზნით გაიმართა.

სემინარი, მუნიციპალიტეტის მერიის, არასამთავრობო ორგანიზაცია „MAC Gerogia”-სა და ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა და მასში 30-მდე აღმზრდელი პედაგოგი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები