სამტრედიაში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დახმარებას 14 უკრაინული ოჯახი მიიღებს
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ პარტნიორებთან ერთად, უკრაინიდან შემოსული ოჯახების დახმარება დაიწყო.
სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან მიწოდებული მონაცემების საფუძველზე დახმარებას 14 ოჯახი მიიღებს.
ამანათები, რომლებსაც უკრაინიდან შემოსული ოჯახები მიიღებენ, სასურსათო პროდუქტებს, ბავშვებისთვის საჭირო საბაზისო მედიკამენტებსა და ჰიგიენურ ნივთებს მოიცავს.
ეტაპობრივად ამანათები სამეგრელოს, იმერეთის, კახეთის, ქვემო ქართლსა და სხვა მუნიციპალიტეტებში დარიგდება.
პროექტის მხარდამჭერია სუპერმარკეტების ქსელი ,,2 ნაბიჯი”, ,,საქართველოს ბანკი” და საპატრიარქოს ახალგაზრდული ფონდი.