ქუთაისის მერია: „სპეციალური სერვისების“ ავტოპარკი ახალი ტექნიკით შეივსო
ქუთაისის ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების“ ავტოპარკი ახალი ტექნიკით შეივსო. ამის შესახებ ქუთაისის მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათი ცნობით, ქალაქის დასუფთავებას დამატებით ქუთაისის მერიის მიერ შეძენილი სამი სპეციალური მანქანა უზრუნველყოფს.
“სპეცმანქანები ქალაქს უკვე ემსახურება.
ეს კიდევ მეტად ოპერატიულს გახდის ა(ა)იპ ,,სპეციალური სერვისების“ მუშაობას. რაც პირველ რიგში ქალაქში სისუფთავის შენარჩუნებას ემსახურება”, – აცხადებენ ქუთაისის მერიაში.