ხულოს მერია: კურორტ ბეშუმსა და 14 სოფელში სასმელი წყლის სისტემები გაუმჯობესდება

ხულოში, სასმელი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციისათვის 1 227 159 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში განხორციელდება:

  • სასმელი წყლის სისტემის მოწყობა – ჭახაურში, მინთაძეებში, გორგაძეებში, სკვანაში, ბოღაურში, კვატიაში (ოხორას უბანი);
  • სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია – ზემო თხილვანაში, დანისპარაულში, ბეღლეთში, გელაძეებში, კორტოხში, პაქსაძეებში, ქედელბში (ჭოლონის უბანი), დიაკონიძეებში;
  • სასმელი წყლის სამარაგო რეზერვუარის მოწყობა – კურორტ ბეშუმში

მერიის ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის 14 სოფელსა და კურორტი ბეშუმში სასმელი წყლის სისტემის მიწოდება გაუმჯობესდება და უზრუნველყოფილი იქნება 24-საათიანი წყალმომარაგებით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები