დმანისის მერი, კობა მურადაშვილი საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტის, ნათია ლოლაძის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას ესწრებოდა
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტის – ნათია ლოლაძის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას ესწრებოდა, სადაც ნათია ლოლაძე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.
ისტორიაში პირველად, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად საქართველოს წარმომადგენელი აირჩიეს, რაც შესაძლებლობების ახალ ფანჯარას ხსნის და კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული ორგანიზაციის მუშაობას საქართველოში.