გორის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია გრძელდება
გორის მუნიციპალიტეტში, ქვახვრელში, სკოლასთან და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხორციელდება სანიაღვრე სისტემის მოწყობა. სარეაბილიტაციო მონაკვეთი, რომლის სიგრძეც 881 მეტრია, მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.
ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად, რეაბილიტირდება მიერთებებიც და ეზოებში შესასვლელებიც.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებს.