ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა აეროპორტის დასახლებაში, გიორგი ანწუხელიძის ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა. როგორც ცნობილია, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები და სამაშველო ბრიგადები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები