ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით, 2022 წელს სამ უსახლკარო ოჯახს სახლი გადაეცემა
გორის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით, 2022 წელს სამ უსახლკარო ოჯახს ხის კოტეჯები გადაეცემა.
მერიის ინფორმაციით, ოჯახები კომისიის მიერ შეირჩა.
“ამჯერად, კოტეჯი ქვახვრელში ნაზარაშვილებს გადაეცათ .
ნინო ნაზაარაშვილი და მისი პატარა შვილიშვილი მალე ახალ საცხოვრისში განაგრძობენ ცხოვრებას. ავარიული სახლი, სადაც ბებია და შვილიშვილი ცხოვრობს, დანგრევის პირასაა და იქ ცხოვრება საფრთხეს წარმოადგენს.
გორის მერიამ, ნაზარაშვილებს ხის კოტეჯი საკუთარ ეზოში ჩაუდგა.
ქვახვრელში ნაზარაშვილებს ახალი საცხოვრისი გორის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად მიულოცა და პროდუქტები მიუტანა.
პირველი ხის კოტეჯი, კარბში, კაპანაძეების სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა.
მიმდინარე წელს ახალ საცხოვრისს კიდევ ერთი ოჯახი მიიღებს”,- ნათქვამია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.