ოზურგეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ოზურგეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა, იწყება ინოვაციური პროექტის – Street Art ოზურგეთისთვის განხორციელებაც.

„რეაბილიტაცია უტარდება ჭავჭავაძის, დოლიძის, ბოლქვაძისა და ფარნავაზის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს. ხდება გმირთა მოედანზე მემორიალის მოწესრიგება.
ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად ვიწყებთ ინოვაციური პროექტის – Street Art-ი ოზურგეთისთვის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს ძველი შენობების ფასადების და კედლების მოწესრიგებას, მოხატვას თემატური გრაფიკული ნახატებით. ოზურგეთის სახელით, მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ – მინისტრს და მთავრობას,“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

პროექტები საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები