ჩხოროწყუში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქალაქ ჩხოროწყუში კულტურის სახლის შენობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა , სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია გაეცნენ.
ჩხოროწყუს კულტურის სახლი ავარიულ მდგომარეობაში იყო და მისი რეაბილიტაცია აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენდა.
კულტურის სახლის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 4 601 202 ლარით ფინანსდება.
სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
სამუშაოებს კომპანია შპს “აი-ქეი-ბი” ასრულებს.