მამაკაცს, რომელმაც ქუთაისში ყოფილი ცოლი მოკლა პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისში, ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად არსებობს ბრალდებულის მიმალვის, ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

დაცვის მხარის განცხადებით დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

შეგახსენებთ, 1-ელ ივლისს ქუთაისში, 36 წლის ქალი ყოფილმა მეუღლემ ცივი იარაღით მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები