საგარეჯოს კულტურის სახლში ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ალავერდის” 5 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარესთან – ალექსი გილაშვილთან ერთად 2 ივლისს,  საგარეჯოს კულტურის სახლის სცენაზე ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ალავერდს” 5 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საანგარიშო კონცერტს დაესწრო. 

ანსამბლი 2016 წელს ქალაქ საგარეჯოში ჩამოყალიბდა, მას სათავეში ჩაუდგა სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო – აკადემიური ანსამბლ „რუსთავის” სოლისტი, მსახიობ-მოცეკვავე გიორგი ასრათაშვილი. 2018 წლიდან ანსამბლმა შეიძინა კიდევ ერთი ნიჭიერი და პროფესიონალი ქორეოგრაფი , ანსამბლ “სუხიშვილების ” მსახიობ-მოცეკვავე თეონა ლობჟანიძე. მათი ძალისხმევის, ქართული ფოლკლორული კულტურისადმი დიდი სიყვარულის შედეგად, ანსამბლი „ალავერდი” ახალგაზრდა, თუმცა დიდი და მზარდი შემოქმედებითი ჯგუფია, რომელიც საგარეჯოსა და მანავის ნიჭიერ და ენერგიულ თაობებს აერთიანებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ანსამბლს მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ ფესტივალსა თუ კონკურსში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ. 2019 წელს, შემოქმედებითი კომპანია “მეჯიკ გრუპისა” და “არტ ფესტის” მიერ გამართულ ფესტივალზე ანსამბლი გრან – პრის მფლობელი გახდა და მუდამ აქტიურად იკავებს მოწინავე პოზიციებს შემოქმედებით კონკურსებზე.

„მოხარული ვარ, რომ ანსამბლის წევრები ყოველდღიურად იზრდებიან და წინ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გეგმები აქვთ, აქვე, მინდა წარმატება ვუსურვოთ ამ უმნიშვნელოვანესი საქმის კეთების პროცესში, რასაც ქართული ფოლკლორული ხელოვნების განვითარება ჰქვია” – აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა.

ანსამბლ „ალავერდთან” ერთად, ღონისძიებაში  ბენდი „ფოლკა” დავით ქავთარაძის ხელმძღვანელობით და მომღერალი ირინა ბაირამაშვილი იღებდნენ მონაწილეობას.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ  ანსამბლ რუსთავის სამხატვრო ხელმძღვანელი, ბატონი გიორგი ნატროშვილი, ანსამბლ რუსთავის დირექტორი ბ-ნ ამირან თოიძე, ქორეოგრაფი, თბილისის საპატიოო მოქალაქე – ფრიდონ სულაბერიძე უფროსი და ფრიდონ სულაბერიძე-უმცროსი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები