გორში მარათონი გაიმართა

გორში „შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2022-ის” ფარგლებში მარათონი გაიმართა.

შეჯიბრების გამარჯვებული გიორგი ცოტნიაშვილი გახდა. მეორე და მესამე საპრიზო ადგილები კი ლევან დემუროვმა და საბა დოთიაშვილმა გაინაწილეს.

გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდა გოგონათა საუკეთესო სამეულიც. გოგონებს შორის პირველმა ფინიში  ნინო ბასიშვილმა გადაკვეთა, მას მიჰყვნენ ლელა ედიშერაშვილი და მარიამ მაზანაშვილი.

შეჯიბრების გამარჯვებული მონაწილეები თასებითა და სიგელებით გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან თამაზ შიოშვილთან ერთად, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ დააჯილდოვეს.

მარათონში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.  

ღონისძიება შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.

აქტივობა დაიგეგმა „შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2022″ -ის ფარგლებში. პროექტი, რომლის მიზანიც სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა, გარდა მარათონისა  ითვალისწინებს შეჯიბრებების ჩატარებას ფეხბურთში, ქართულ ჭიდაობასა და ძიუდოში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები