სოსო ტყემალაძე: აბასთუმნის კურორტის განვითარებისთვის, რომლის ინიციატივა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება

აბასთუმნის კურორტის განვითარებისთვის სახელმწიფო და კერძო ბიზნესის მხრიდან ჯამში 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

როგორც პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური მრჩეველი, სოსო ტყემალაძე კურორტ აბასთუმნის განვითარების პროექტზე საუბრისას აღნიშნავს, კურორტის განახლების ინიციატივა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

მისივე ინფორმაციით, აბასთუმნის კურორტი 5,500 ადამიანზეა გათვლილი. კურორტის განვითარებისთვის 350 მილიონი ლარს სახელმწიფო ხარჯავს, რომელსაც გახსნისთანავე ამოიღებს.

“ჩამოვიდა ბატონი ბიძინა და თქვა: ფული ჩემი, საქმე შენი, აბა წამოვწიოთ აქაურობა. სწრაფადვე შევუკვეთეთ განვითარების გეგმა, რომელიც ჯგუფმა „ჯეოგრაფიკმა“ გააკეთა. ყველაფერია გაწერილი. აბასთუმანში ახლა იდება 1.3 მილიარდი ლარი, საიდანაც დაახლოებით 350 მილიონი ლარი არის ის, რასაც სახელმწიფო ხარჯავს. ესა არის გზა, წყალი, გამწმენდი და ასე შემდეგ. დანარჩენ მილიარდს კერძო სექტორი ხარჯავს. ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის “პარაგრაფი”, ესა არის “რუმსი”, ესაა ხარებავების პროექტი, ასევე პაპაშვილების პროექტი, რომლებიც მძლავრ ინვესტიციას აკეთებენ, როგორც აბანოში, ასევე სასტუმროებში და ჯამში პატარა სასტუმროებიანად, კურორტი გათვლილია 5,500 ადამიანზე ერთდროულად. ის მილიარდი, რომელიც დაიხარჯება სახელმწიფო გახსნისთანავე გადასახადების სახით იბრუნებს. ასეთი ბიზნესპროექტი სახელმწიფოსთვის ბევრი არ არის“,- აღნიშნავს სოსო ტყემალაძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები