ამბროლაურის მთავარ ბიბლიოთეკას ახალი წიგნები გადაეცა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, ამბროლაურის მთავარ ბიბლიოთეკას, პროექტ ,,მწიგნობარი 2022’’-სთვის საჭირო ლიტერატურა საჩუქრად გადასცა.
მერიის ცნობით, მსგავსი სახის აქტივობები მუნიციპალიტეტში პერიოდულად ხორციელდება და ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის შევსებასა და გამრავალფეროვნებას ისახავს მიზნად.
წიგნები, ბიბლიოთეკის თანამშრომლებს, მერის მოადგილემ – მამუკა ხიმშიაშვილმა მერიის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.
ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრისა და მთავარი ბიბლიოთეკის ერთობლივი თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მკითხველებისთვის ყოველწლიურად არა ერთი საინტერესო ღონისძიება იმართება.