გორში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

გორში, ბესიკის ქუჩაზე 382 მეტრი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ნიკა ღვინიაშვილმა დაათვალიერა.

პროექტის მიხედვით მოეწყობა ასფალტის საფარი, პანდუსები, მიერთებები, ტროტუარები, სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები და საგზაო ნიშნები. 

ამ ეტაპზე, გზის საავტომობილო ნაწილზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები