ლანჩხუთის 8 ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ქალაქის 8 ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება. ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის სამუშაოები  გოგიჩაიშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 3 000 000 ლარია.

სამუშაოებს კომპანია ,,პალადა” ასრულებს.

ქალაქში  მიმდინარე სამუშაოები ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები