გორის მუნიციპალიტეტის პროექტის ,,იდეა აქციე საქმედ“ ფარგლებში იდეების კონკურსის დასკვნითი ეტაპი გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის პროექტის ,,იდეა აქციე საქმედ“ ფარგლებში იდეების კონკურსის დასკვნითი ეტაპი დაბა ურეკში გაიმართა. 

იდეათონზე წარმოდგენილ 10  იდეას შორის ჟიურის მიერ შეირჩა 3 საუკეთესო საპროექტო იდეა.   

იდეათონში გამარჯვებული პროექტების ავტორები არიან მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლე ზურაბ ბალამწარაშვილი  პროექტით ,,თვითმმართველობის გაძლიერება სკოლაში“, შინდისის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ფილიპოვი პროექტით ,,მე ხელოვნებაში და ხელოვნება ჩემში“ და ხიდისთავის საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ კლდიაშვილი პროექტით ,,ჩვენ, მშობლები და ერთი მიზანი“. 

გამარჯვებული იდეები სამიზნე სკოლებში   სექტემბერ-ნოემბერში განხორციელდება. აღნიშნული  პროექტების გარდა, გორის მუნიციპალიტეტისა და  საზოგადოება ,,ბილიკის“  მიერ მხარდაჭერილი იქნება იდეათონზე წარმოდგენილი სხვა საპროექტო იდეებიც. 

პროექტი ,,იდეა აქციე საქმედ“ გორის მუნიციპალიტეტის  ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავდა  არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდების გააქტიურებას,  მოსწავლე-ახალგაზრდების   ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი თემის ცხოვრებაში.

პროექტი  იდეების კონკურსის გარდა მოიცავდა  ტრენინგებს გუნდურ მუშაობაზე, პროექტების მართვასა და  ადვოკატირებაზე, რაშიც  ჩართულები იყვნენ 14-22 წლის ახალგაზრდები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემიდან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები