საგარეჯოს მერი რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მოსახლეობას შეხვდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი, პირველ მოადგილესთან – ემზარ კუჭუაშვილთან  ერთად, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მოსახლეობას შეხვდა და შენობის ფასადის დამუშავების სამუშაოებისა და ეზოს კეთილმოწყობის შესახებ მათი მოსაზრებები მოისმინა.

„მე როგორც კანდიდატმა, წინასაარჩევნოდ ამ მოქალაქეებს პირობა მივეცი, რომ აღნიშნულ კორპუსს აუცილებლად ჩაუტარდებოდა რეაბილიტაცია და ხედავთ, რომ შევასრულეთ ეს დანაპირებიც, როგორც სხვა დანარჩენი.  გარდა ამისა, ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტ ადგილას მოვაწყოთ საბავშვო – გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოების კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს და ამ მიმართულებით აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას”, – აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა მოსახლეობასთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები