გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტში, 300 არაგველისა და ქუჩიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია მალე დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოასფალტების სამუშაოები.

პროექტი ითვალისწინებს ტრანსპორტის სავალი ნაწილის, ტროტუარების, ეზოებში შესასვლელებისა და ბორდიურების მოწყობას. 

ორივე ქუჩას, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება, ორ ათეულ წელზე მეტია რეაბილიტაცია არ ჩატარებია. გზის დაზიანებულ მონაკვეთებზე გადაადგილებისას პრობლემები ექმნებოდა როგორც მძღოლებს, ასევე ფეხით მოსიარულეებსაც. 

სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებს. 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები