ჩხოროწყუში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ ჩხოროწყუში შიდა საუბნო გზების ასფალტის საფარით რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსა) და  მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

გზის ასფალტის საფარით რეაბილიტაცია   ქალაქის ექვს ქუჩაზე განხორციელდება.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით სრულდება   და 5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და სრულად 2023 წელს დასრულდება.

შიდა საუბნო გზები ეტაპობრივად  მოეწყობა ასევე სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები