ბათუმში 8 წლის მოზარდს მოპედი დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებული მოზარდი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში არის გადაყვანილი.
როგორც “კვირას” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.