,,ჯეო ჰოსპიტალსის” სამტრედიის სამედიცინო ცენტრის მიმდებარედ ავტოსადგომი და ქუჩის ზოლზე საფეხმავლო ბილიკი კეთდება

სამტრედიაში, კოსტავას ქუჩაზე, ,,ჯეო ჰოსპიტალსის” სამტრედიის სამედიცინო ცენტრის მიმდებარედ ავტოსადგომი და ქუჩის ზოლზე საფეხმავლო ბილიკი კეთდება. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს. ,,დათა” ასრულებს.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან ერთად დაათვალიერა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

,,მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული ლოკაციის რეაბილიტაცია სწორედ მოსახლეობის და საავადმყოფოს ადმინისტრაციის ინტერესების გათვალისწინებით მოხდა. მომავალში თითოეული პროექტი რა თქმა უნდა მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციის დირექტორის ლელა ხურციძე-,, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მივმართეთ მუნიციპალიტეტის მერს და დღეს ხედავთ, რომ აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ,,ჯეო ჰოსპიტალსი”-ს სამტრედიის სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციის სახელით მადლობას ვუხდით როგორც მერს, ასევე თითოეულ იმ პირს ვინც ამ საკითხის მოგვარებაში მიიღო მონაწილეობა.”

სამტრედია, ბახტაძე, რეგიონი

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები