გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითში ცენტრალური გზიდან სკოლამდე და ტაძრამდე მისასვლელი გზის მოასფალტება მიმდინარეობს. 

სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, რომლის სიგრძეც 315 მეტრია, ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად  ეწყობა ეზოებში შესასვლელები და მიერთებები.

უკვე დასრულდა  ზემო ხვითისა და ზემო ნიქოზის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.  მისი სიგრძე 785 მეტრია.

რეაბილიტაციამდე, გზის ორივე მონაკვეთზე გადადგილება უჭირდათ როგორც მძღოლებს, ასევე ფეხითმოსიარულეებს.  სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივებს დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ. 

აღსანიშნავია, რომ ზემო ხვითში ამ ეტაპზე იხრეშება შიდა საუბნო გზებიც. პროექტი, რომელიც  „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში  ხორციელდება, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით შეირჩა. 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები