გორის მუნიციპალიტეტის გუნდი “მასტერ ლიგის” ტურნირში მონაწილეობს

გორის მუნიციპალიტეტის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სამოყვარულო ფეხბურთის ჩემპიონატში – „7×7“ მონაწილეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობითვე, ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამარჯვებულის გამოსავლენად შესარჩევი თამაშები მიმდინარეობს.

ასევე, მუნიციპალური პირველობისთვის 6 გუნდი იბრძვის. შეჯიბრება წრიული სისტემით ტარდება.

გორის მერიის ინფორმაციითვე, ჩემპიონატში საქართველოს 64 მუნიციპალიტეტი იღებს მონაწილეობს. ამასთან, ქვეყნის პირველობისთვის იბრძოლებენ მუნიციპალურ, რეგიონალურ და ზონალური ეტაპებში გამარჯვებული გუნდები. საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს ფულადი პრიზები გადაეცემათ.

პროექტის მიზანი ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები