ბორჯომის ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა

IDS ბორჯომის გაფიცულ თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა. გაფიცვის 21-ე დღეს ქარხნის გენერალური დირექტორი ივანე მაჭავარიანი გაფიცულ თანამშრომლებს პირადად შეხვდა და პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ მუშებმა თქვეს, შეთანხმება თითქმის ყველა იმ პუნქტზე მოხდა რა მოთხოვნებიც მათ ჰქონდათ. ახლა კი მთავარი ამ შეთანხმების ოფიციალურად გაფორმებაა, რომელიც რამდენიმე დღეში თბილისში მოხდება.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები