გორში გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა

გორში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი კრივში დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამარჯვებული სპორტსმენები თასებით, მედლებით და დიპლომებით დააჯილდოვეს.

ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და ყაზახეთის ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრები გუნდები. საპრიზო ადგილებისთვის ბიჭები 13, ხოლო გოგონები 2 წონით კატეგორიაში იბრძოდნენ.  

“შეჯიბრება, რომელსაც გორმა მიმდინარე წელს  მეთორმეტედ უმასპინძლა, ყოველწლიურად იმართება. მისი მიზანი, აღნიშნული სპორტის სახეობის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობაა.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება.

პროფესიონალი მოკრივე გიორგი კანდელაკი 1997 წელს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 1997 წლამდე, სპორტსმენმა მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კრივში იუნიორებს შორის, გახდა ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო თასის პრიზიორი, N2 მოკრივე 91 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო მოკრივეთა შორის, იყო მსოფლიო ჩემპიონი სუპერ-მძიმე წონაში, მსოფლიო ჩემპიონატის და ოლიმპიური თამაშების მონაწილე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები